საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოფილი დიქტატორის როლს უარყოფითად მხოლოდ 19% აფასებს.
სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხული რესპონდენტების 51%-ს, მათგან 41%-მას პატივს ცემს, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყოფილი საბჭოთა ბელადის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება რუსების 14%-ს აქვს, 26% კი მის მიმართ გულგრილია.
კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების თითქმის ნახევარს (46%) მიაჩნია, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები გამართლებულია „დიადი მიზნებითა და შედეგებით“. დარჩენილი 45% კი ამბობს, რომ ადამიანური მსხვერპლის გამართლება არაფრით შეიძლება.